აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა კატო ჯავახიშვილის „იავნანა კაცებისთვის“

მწერალთა სახლის ხელშეწყობით აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობა Alatoran Publishing-ის მიერ გამოიცა კატო ჯავახიშვილის „იავნანა კაცებისთვის“.

მთარგმნელი: იმირ მამედლი.

ესაა კატო ჯავახიშვილის მეხუთე პოეტური კრებული. ​წიგნს რედაქტორის, პაატა ნაცვლიშვილის, წინათქმა ერთვის, სადაც იგი ამბობს: “ეს წიგნი ყველა თავმოყვარე მამაკაცმა პოეტმა უნდა წაიკითხოს. არათავმოყვარემ და არაპოეტმა – მით უმეტეს. არც ქალებს აწყენთ, სხვათა შორის. ბავშვები? ბავშვები არა, ბავშვებისთვის ჯერ ადრეა.”