ქართველმა სამბისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე დიდ წარმატებას მიაღწიეს.
მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც ამჯერად ბიშკეკში მიმდინარეობდა, ქართველმა სამბისტმა ელენე ქებაძემ კარიერაში მეორედ მოიგო.
დავით ლორიაშვილმა (98 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო პაატა ღვინიაშვილი 88კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
სამბოს მსოფლიო ჩემპიონატი ბიშკეკში (ყირგიზეთი) 11-13 ნოემბერს გაიმართა. ტურნირში 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, პლანეტის უძლიერესი სამბისტები მონაწილეობდნენ.