2022 წლის 6 ნოემბერს, ქალაქ ვილაფრანკაში, ღვინის შესახებ ფილმების საერთაშორისო კინო – ფესტივალის ფარგლებში, ვინსეუმის კინო დარბაზში ალექსანდრე გაბუნიას ქართული დოკუმენტური ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ქ. ბარსელონაში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ალექსანდრე ჭკუასელმა, ქ. ვილაფრანკას კულტურისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერიტჩელ მონსერატმა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის მმართველი ბორდის წევრმა – გიორგი აბაშიშვილმა.
ფილმის დასასრულს დამსწრე საზოგადოებისთვის მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია.
საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელზედაც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით არის მოწვეული, 2022 წლის 3 ნოემბრიდან 13 ნოემბრამდე გაგრძელდება.