მადრიდში დათო მაღრაძის ესპანური „ბარაქიანი მიწის“ პრეზენტაცია გაიმართა

7 ნოემბერს, მადრიდში დათო მაღრაძის ესპანური „ბარაქიანი მიწის“ პრეზენტაცია გაიმართა. პოემის მთარგმნელია მაიტე ფერნანდესი, მხატვარი – ანატოლი ბელკინი, გამომცემლობა  ENDYMION”-ი. პრეზენტაციაზე ესპანელმა დეკლამატორმა და ავტორმა ესპანურად და ქართულად წაიკითხა პოემის ფრაგმენტები. ასევე შედგა ქართული ღვინის დეგუსტაცია.

დათო მაღრაძის პოემა „ბარაქიანი მიწა” მრავალ ენაზეა ნათარგმნი და გამოცემული. მისი ინგლისური ვერსია კი „ვერცხლის დრაკონით“ დაჯილდოვდა.