ლილიანა გიორგობიანმა პირველი გამარჯვება იზეიმა ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში

6  ნოემბრიდან თურქეთში სტარტი აიღო ევროპის ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში: 08;10;12;14;16 და 18 წწ.

ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაცია საკმაოდ წარმომადგენლობითია. ჩვენი ქვეყნის ღირსებას 18 წარმატებული მოზარდი დაიცავს.

საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობენ:

  • U08 – ლილი გიორგობიანი, გიორგი წულაია
  • U10 – ნეტა ქედელიძე, გაბრიელ გაბადაძე, ანდრია ქრისტესიაშვილი;
  • U12 – კესარია მგელაძე, მარიამ კალანდაძე, ანასტასია ზარქუა, დათა ყალაბეგაშვილი;
  • U14 – ანასტასია კირთაძე, მართა ცეცხლაძე, დავით ნემსაძე, ლუკა კილაძე;
  • U16 – მარიამ სიჭინავა, ნიკოლოზ დარსაძე, დავით გოცირიძე;
  • U18 – ნია დონღვანი, რუსუდან მაღლაკელიძე

ლილიანა გიორგობიანმა პირველი გამარჯვება იზეიმა ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში 8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის!