ისრაელის წამყვანი ტელეკომპანია I24 საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაცემებსა და სიუჟეტებს ამზადებს. ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფება.
პრესტურის ფარგლებში არხის I24-ის ჟურნალისტები თბილისს, მცხეთას, ყვარელს, სიღნაღს და ბოდბესა ეწვევიან. ისრაელის მედიის წარმომადგენლებმა გადაიღეს ეროვნული მუზეუმი და დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი.
პრესტურის ფარგლებში ერთ საათიანი გადაცემა მომზადდება საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურისა და სამზარეულოს შესახებ სატელევიზიო პროგრამაში „“The Holy Land Uncovered TV Special“. ისრაელის ტელევიზია 30 -წუთიან ეპიზოდებს, 5-7 -წუთიან რეპორტაჟებსა და 30 -წამიან ვიდეო რგოლს ამზადებს.
I24 მთელ მსოფლიოში მაუწყებლობს სატელიტური და საკაბელო პლატფორმების საშუალებით, ასევე სოციალურ მედიაში (Facebook, Twitter, Instagram, Youtube).