კოტე ხიმშიაშვილის შთამომავალმა მწერლის პირადი ნივთები რეპრესირებული მწერლების მუზეუმს საჩუქრად გადასცა

მწერალთა სახლის ინფორმაციით, რეპრესირებული მწერლების მუზეუმს კოტე ხიმშიაშვილის შთამომავალმა ზიზი ერისთავმა საჩუქრად გადასცა მწერლის პირადი ნივთები – საწერი მაგიდის ნაკრები, საჩოხე ქამრის ლეკვერთხები და წიგნები მისი პირადი ბიბლიოთეკიდან.

მწერალი კოტე ხიმშიაშვილი 1942 წლის 17 ოქტომბერს    საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზებისა და მასში უშუალო მონაწილეობის ბრალდებით დახვრიტეს.