ალექსანდრე მეტრეველის სახელობის მზიურის საჩოგბურთო კორტებზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებით დასრულდა მწვრთნელთა გადამზადების საერთაშორისო კურსები „Level 2″.
12 წარმატებულ მონაწილეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატები გადაეცა.
მწვრთნელთა ტექნიკური კურსები ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის შეთანხმებით ჩაატარეს სლოვენიელმა და ქართველმა ექსპერტებმა – ალეშ ფილიფჩიჩმა და თორნიკე კიკნაველიძემ.