ღვინის ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით არის მიწვეული

6 ნოემბერს, ქალაქ ვილაფრანკაში, ღვინის ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, საქართველო მიწვეული არის სტუმარი ქვეყნის სტატუსით, როგორც უძველესი ღვინის კულტურის მქონე ქვეყანა.

ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ალექსანდრე გაბუნიას ქართული დოკუმენტური ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“. ღონისძიების მსვლელობისას, ასევე იგეგმება ქართული სამზარეულოს ელემენტების წარმოჩენა და ღვინის დეგუსტაცია.