4 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კამერულ დარბაზში გიორგი შიოლაშვილის და ქეთევან ურუმაშვილის კონცერტი გაიმართება.
პროექტის ხელმძღვანელია საფრანგეთში მოღვაწე ქართველი სოპრანო მარიამ გეგჭკორი.
კონსერვატორიის სტუდენტებმა გიორგი შოლაშვილმა და ქეთევან ურუმაშვილმა გასულ წელს გაიმარჯვეს პულენკის აკადემიის კონკურსში, რომელიც სოლო აკადემიური და საფორტეპიანო მიმართულების სტუდენტებისთვის გამოცხადდა. ამის შემდგომ ისინი 2022 წლის აგვისტოში გაემგზავრნენ საფრანგეთში, სადაც გამართეს კონცერტები, დაესწრნენ კონფერენციებს და მასტერკლასებს. ერთ – ერთ კონცერტზე შეასრულეს ამავე კონკურსის ფარგლებში საკომპოზიციო მიმართულებაში გამარჯვებული სტუდენტის, ირაკლი არეშიძის ნაწარმოებიც. შესრულდა ფრანგი თანამედროვე კომპოზიტორის პატრიკ ბურგანის, ფრანკის და რახმანინოვის ნაწარმოებები. კონცერტი მიეძღვნა სეზარ ფრანკის დაბადებიდან 200 წლისთავს.