სერბეთის საკლუბო ჩემპიონატზე ქალთა შორის საქართველოს ქალთა ნაკრების წევრმა, ნინო ბაციაშვილმა ბრწყინვალედ იასპარეზა.
ნინო, ყველაზე ძლიერ პირველ დაფაზე ასპარეზობდა და ფანტასტიკური შედეგი აჩვენა – 11 შეხვედრაში 10 პარტია მოიგო და მხოლოდ ერთი დაასრულა ყაიმით!
ამასთანავე ქართველმა მოჭადრაკემ 22 ქულაც შემატა საკუთარ რეიტინგს და თავისი გუნდის ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა.