„ბიჭი ოცნებით“ – ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკის შეერთებული შტატებში საკონცერტო ტურს იწყებს

ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საკონცერტო ტურს იწყებს.

“ბიჭი ოცნებით” – “A Boy With Dream” –  ასე ჰქვია მის პირველ შოუ კონცერტს. 19 ნოემბერს ალექსანდრე მსმენელს  ნიუ-ჯერსიში ელოდება, 2 დეკემბერს კი –  ფილადელფიაში.

ალექსანდრეს კონცერტი იქნება არა მხოლოდ უმაღლესი დონის პერფორმანსებით სავსე საღამო, არამედ შოუ ალექსანდრეს ცხოვრების შესახებ.

სამომავლოდ მომღერალი კონცერტებს ჩიკაგოში, ნიუ იორკში, სან ფრანცისკოში, ვაშინგტონსა და ამერიკის სხვა ქალაქებში გამართავს.