ქართველმა ავტომრბოლელებმა მევლუდ მელაძემ და ირინა ონაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მარსელში, პოლ რიკარდის ფორმულა 1-ის ტრეკზე, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მიერ გამართულ ავტოსპორტის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
მევლუდ მელაძემ და ირინა ონაშვილმა მონაწილეობა ავტო სლალომის სახეობაში მიიღეს და მესამე ადგილზე გავიდნენ.
“სიგიჟეა ის რაც ვქენი..😀 და ეს ყველაფერი Mevlud Meladze ამ კაცის დამსახურებაა🙌🏼 მადლობა ნდობისთვის🥰 ყველას ძალიან დიდი მადლობა ამდენი მოლოცვებისთვის, აგაფორიაქეთ, გპირდებით მეტჯერ აღარ ვიზამ😂
ქალებო გზა ხსნილია, ახლა თქვენ იცით, ბევრი ქალი ავტოსპორტში✊🏽❤️
პ.ს. ის ქუსლიანი ფეხსაცმლის სტიკერი აღარ მიაკრათ მანქანას გთხოვთ🙏🏼”- წერს სოციალურ ქსელში ირინა ონაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ეს ქართული ავტოსპორტის ისტორიაში უდიდესი წარმატებაა და ქართველმა მრბოლელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედლები მოიპოვეს.