მევლუდ მელაძემ და ირინა ონაშვილმა ავტოსპორტის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ქართველმა ავტომრბოლელებმა მევლუდ მელაძემ და ირინა ონაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მარსელში, პოლ რიკარდის ფორმულა 1-ის ტრეკზე, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მიერ გამართულ ავტოსპორტის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მევლუდ მელაძემ და ირინა ონაშვილმა მონაწილეობა ავტო სლალომის სახეობაში მიიღეს და მესამე ადგილზე გავიდნენ.

“სიგიჟეა ის რაც ვქენი..😀 და ეს ყველაფერი Mevlud Meladze ამ კაცის დამსახურებაა🙌🏼 მადლობა ნდობისთვის🥰 ყველას ძალიან დიდი მადლობა ამდენი მოლოცვებისთვის, აგაფორიაქეთ, გპირდებით მეტჯერ აღარ ვიზამ😂

ქალებო გზა ხსნილია, ახლა თქვენ იცით, ბევრი ქალი ავტოსპორტში✊🏽❤️

პ.ს. ის ქუსლიანი ფეხსაცმლის სტიკერი აღარ მიაკრათ მანქანას გთხოვთ🙏🏼”- წერს  სოციალურ ქსელში ირინა ონაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ეს ქართული ავტოსპორტის ისტორიაში უდიდესი წარმატებაა და ქართველმა მრბოლელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედლები მოიპოვეს.