28 ოქტომბერს, ბულგარეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და Art Fest-ის ორგანიზებით, სოფიას კინოს სახლში ცნობილი ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის ფილმის “მეოთხე ბრაიტონი” პრემიერა შედგა.
პრემიერა ელჩის თამარ ლილუაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, სადაც მან რეჟისორსა და მის გუნდის ფილმის წარმატება მიულოცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ, ქართული დიასპორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ცნობილი ბულგარელი ჟურნალისტები და სტუმრები.