დანიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 15 ოქტომბერს კოპენჰაგენის არქიტექტურის ფესტივალის მიერ ორგანიზებულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსზე “Film Mosaic – Leave No One Behind“, რომელიც დანიის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში გაიმართა, სამი ქართული ფილმი აჩვენეს.
წარსადგენი ფილმები საქართველოში ჩატარებული პროექტის შედეგად შეირჩა. კონცეფცია – ურბანული პრობლემის პოზიტიური გადაწყვეტის ძიებაში.
პროექტის თანადამფინანსებელი გახლდათ დანიის „ახალი დემოკრატიის ფონდი“, ხოლო ფესტივალის პარტნიორი საქართველოში – „თბილისის არქიტექტურის ბიენალე“.
ფილმების ჩვენებამდე პარტნიორებთან ერთად აუდიტორიას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, ნატა მენაბდემ.
ჩვენების შემდეგ კი გაიმართა მიღება ქართული ღვინის თანხლებით