“ქართული კინოს ახალი თაობა” – ასე ასათაურებს მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალი (CINEMED) ფოტოს, სადაც ქართველ კინემატოგრაფისტებთან შეხვედრაა ასახული. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად მონპელიეში ქართული კინოს რეტროსპექტივა ტარდება. პროგრამაშია 12 ქართული ფილმი. ქართული კინოჩვენებები ანშლაგით მიმდინარეობს.