საქართველოს ეროვნული ნაკრები FIA Motorsport Games -ში მიიღებს მონაწილეობას

26-30 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები FIA Motorsport Games -ში მიიღებს მონაწილეობას.

საავტომობილო სპორტის ოლიმპიადაზე, 147 ქვეყანას შორის, ლეგენდარულ Circuit Paul Ricard  F1 -ის ავტოდრომზე, საქართველოს ნაკრები 7 სარბოლო დისციპლინაში წარდგება:

🇬🇪 Formula 4

🇬🇪 Drift

🇬🇪 Karting sprint

🇬🇪 Karting Endurance

🇬🇪 Karting Slalom

🇬🇪 Auto Slalom

🇬🇪E-Sport

ამ შეჯიბრებაზე ავტოსპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე მოდელთან, “მის საქართველო 2003” ირინა ონაშვილთან ერთად გამოვა და ისინი ავტო სლალომის კლასში იასპარეზებენ. კითხვაზე, რატომ აირჩია მეწყვილედ სწორედ ირინა ონაშვილი მევლუდმა ასე უპასუხა:

“ნუ მოგატყუებთ მისი გარეგნობა, გამოდით რომელიმე შეჯიბრზე და სცადეთ მისი დამარცხება”, – წერს მელაძე.