იაპონიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, გამოიცა იაპონელი მწერლის, ნამიკი იოს მიერ საქართველოს ისტორიულ მოტივებზე შექმნილი რომანი, რომელიც რუსუდან მეფის მმართველობის პერიოდს ეხება.
აღსანიშნავია, რომ ცნობილმა იაპონურმა თეატრალურმა დასმა – “ტაკარაძუკა”-მ გადაწყვიტა, რომ ამ წიგნის საფუძველზე დადგას სპექტაკლი, რომელსაც მაყურებელი მიმდინარე წლის ბოლოს და მომავალი წლის დასაწყისში იაპონიის სხვადასხვა თეატრებში იხილავს.