Tour Salon-ზე ქუთაისი სტუმრის სტატუსითაა მიწვეული

Tour Salon- ი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ უდიდეს გამოფენად ითვლება და იგი ყოველწლიურად პოლონეთის ქალაქ პოზნანში ტარდება.

პოზნანის ტურისტული გამოფენა საუკეთესო ადგილია ამ სფეროში მსოფლიო  სიახლეებისა გასაცნობად, მომავალი ტურისტული სეზონის დასაგეგმად,  პარტნიორებისათვის საკუთარი ქვეყნის  წარსადგენად, ახალი ტურისტული პროდუქტის ბაზარზე გასატანად და  საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად.

ქუთაისი, როგორც პოზნანის დაძმობილებული ქალაქი, ყოველწლიურად  სტუმრის სტატუსითაა მიწვეული Tour Salon-ზე. წელს ქუთაისის დელეგაციას, მერიის ადმინისტრაციის უფროსის პეტრე ადამაძის ხელმძღვანელობით ოფიციალურად  შეხვდა პოზნანის ვიცე მერი მარიუს ვიშნევსკი. საუბარი ზოგად საერთაშორისო საკითხებთან ერთად  ქუთაისსა და პოზნანს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობების დიდ მნიშვნელობასა და სამომავლო  განმტკიცებას  შეეხო.