ნონა გიუნაშვილის ფილმის “სიკვდილმა უთხრა სიცოცხლეს” ფრანგული პრემიერა გაიმართა

სერბერ-პორტბუს საერთაშორისო კინოფესტივალზე ნონა გიუნაშვილის ფილმის “სიკვდილმა უთხრა სიცოცხლეს” ფრანგული პრემიერა შედგა.

“სიკვდილმა უთხრა სიცოცხლეს” მოგვითხრობს პანკისის ხეობის მკვიდრი ქალების ყოველდღიურობაზე, რომელიც მუსიკად ტრანსფორმირდება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ინტერესის ობიექტი ხდება.

ფილმი შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

სერბერ-პორტბუს საერთაშორისო ფესტივალი 2005 წლიდან იმართება და ყოველწლიურად, აუდიტორიას მხოლოდ 9 საუკეთესო ფილმს წარუდგენს.