ტრადიციულ საერთაშორისო დიპლომატიურ საქველმოქმედო ბაზრობაში SILA-2022 საქართველოს საელჩო მონაწილეობდა

15 ოქტომბერს ლიუბლიანაში, სლოვენიის ხელისუფლებისა და ლუბლიანის მერის პატრონაჟით, გაიმართა ტრადიციული საერთაშორისო დიპლომატიური საქველმოქმედო ბაზრობა SILA-2022, სადაც სლოვენიაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, საქართველოს საელჩოც იღებდა მონაწილეობას.

სპეციალურად ორგანიზებულ საქართველოს კუთხეში, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული კულტურისა და ანბანის შესახებ ვიზუალური მასალა, ასევე ქართული ღვინო, ბრენდი და სხვა პროდუქცია, საქართველოს საელჩომ მობილიზაცია გაუკეთა საქველმოქმედო რესურსებს, რომელიც მიიმართა სლოვენიის შეზღუდული შესაძლებლობისა და გაჭირვებული ბავშვების დასახმარებლად, რისთვისაც სლოვენიის ხელისუფლებისა და ორგანიზატორების მადლობა დაიმსახურა. ღონისძიება ასევე მიზნად ისახავდა საქართველოს, მისი კულტურისა და პროდუქციის პოპულარიზაციას.