ლიზი გოგუა გერმანული „ვოისის“ ნახევარფინალშია

ქართველი კონკურსანტი, ლიზი გოგუა გერმანული „ვოისის“ ნახევარფინალში გადავიდა. მან ეტა ჯეიმსის “All I Could Do Is Cry” შეასრულა და მისმა მწვრთნელმა ის რჩეულთა შორის დაასახელა.

„სიტყვებით ძალიან ძნელია ჩემი ემოციის გადმოცემა! ოცნებები ხდება და გერმანული ვოისის ნახევარფინალში ვარ!!!

ყველაფერი ჯერ წინ არის!

რამდენიმე კვირაში ლაივ შოუზე შევხვდებით!“- წერს ლიზი გოგუა სოციალურ ქსელში.