ინგა გურგენიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

იტალიის ქალაქ ეგნაში იუნიორ  გოგონებს შორის გრან-პრის ბოლო, მე-6 ეტაპი დასრულდა ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც 37 ქვეყნის 44 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ქართველმა მოციგურავემ, ინგა გურგენიძემ ურთულესი  ელემენტებით დატვირთული ორი პროგრამა წარმოადგინა მაყურებლებისა და მსაჯების  წინაშე და 190.52  ჯამური  ქულით მე-3 ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ინგა გურგენიძემ პოზიციები მხოლოდ  იაპონელ და კორეელ სპორტსმენებს დაუთმო. ახალბედა ქართველმა მოციგურავემ ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა, როგორც  მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამაში.

ინგა გურგენიძე სეზონის  დასაწყისში რიგაში გამართულ გრან-პრის ეტაპზეც მონაწილეობდა, სადაც მან მე-4 ადგილი დაიკავა. ორი ეტაპის  ჯამში ქართველმა  სპორტსმენმა ეტაპების რეიტინგულ სიაში 20 ქულა დააგროვა და ფინალში გასული სამი იაპონელი და სამი კორეელი გოგონას შემდეგ, ფინალის სათადარიგო სპორტსმენთა  შემადგენლობაში აღმოჩნდა.