ნახიჩევანში დასრულდა ახალგაზრდული საჭადრაკო ოლიმპიადა 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის!
საქართველო ნაკრების წევრი ლუკა კილაძე მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა მეხუთე დაფაზე!
აქვე გეტყვით, რომ ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მასში 23 ქვეყნის 34 გუნდი მონაწილეობდა.
საქართველოს პირველი ნაკრები ჩემპიონატის სასტარტო რეიტინგ – სიაში მე-17 ნომრად იყო განთესილი.
ქართველმა მოზარდებმა წარმატებით ითამაშეს და საბოლოოდ მეცხრე ადგილზე გავიდნენ.
აღსანიშნავია, რომ ყველა ქართველმა მონაწილემ მოიმატა სარეიტინგო ქულები.
საქართველოს პირველი ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
1.დავით ნემსაძე (2010) – 4,5 ქულა (7-დან); სარეიტინგო მატება 90,8 ქულა;
2.ნიკოლოზ შამათავა (2089) – 3 (6); +8,4 ქულა;
3.ანასტასია კირთაძე (1922) – 3,5(9); + 13,2;
4.დენიელ საფაროვი (1881) – 5 (7); +14
5.ლუკა კილაძე (1894) – 5,5 (7); +60;
გუნდის მწვრთნელი – კაპიტანი გიგა ყუფარაძე