უპრეცედენტო შემთხვევა ქართული ჭიდაობის ისტორიაში – იუნესკოს მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის შემდგომ, საქართველოში 18 და 19- წლამდე სპორტსმენთა შორის ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო პირველობა გაიმართა, სადაც მსოფლიოს 35 ქვეყნის სპორტსმენმა ქართული ჭიდაობა იჭიდავა
მსოფლიო პირველობას თბილისის ცირკმა უმასპინძლა.
ქართველმა ფალავნებმა პირველ ჩემპიონატზე 4 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
მეორე დღეს მონაწილეებმა გადაინაცვლეს სოფელ შილდაში, სადაც ასოციაცია „წინაპრის“ მიერ აშენებულ ქართული ჭიდაობის კომპლექსში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გავრცელებულ ჭიდაობის სახეობებს გაეცნენ.
ორგანიზატორების თქმით, სახეობის პოპულარიზაციის მიზნით, უახლოეს პერიოდში, დაგეგმილია მსოფლიო ჩემპიონატი დუბაიში, აგრეთვე ქართულ ჭიდაობაში ევროპის პირველობის გამართვა.