8 ოქტომბერს, ფინეთში, ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე ერთეულ ქალებში ქართველი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა ასპარეზობდა.
მოკლე პროგრამის შედეგების მიხედვით ქართველი მოციგურავე 68.03 ქულით, 25 მონაწილეს შორის მე- 2 ადგილზეა. იგი პირველობას ჯერჯერობით მხოლოდ კორეელ მოციგურავეს უთმობს, ევროპული ქვეყნის სპორტსმენებს შორის კი მისი ეს შედეგი საუკეთესო აღმოჩნდა.
თავისუფალი პროგრამით ანასტასია გუბანოვა 9 ოქტომბერს იასპარეზებს.