8 ოქტომბერს, შაბათს დილის 11:00 საათიდან 18:00 -მდე, გურჯაანის რაიონ სოფ. კარდანახში, კარდანახის ღვინის ფესტივალი გაიმართება.
კარდანახი, რომელიც ტრადიციული ღვინოებისთვის საუკეთესო ადგილად მოიაზრება. თქვენ საშუალება მოგეცემათ გასინჯოთ და დააგემოვნოთ ადგილობრივი მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი ღვინოები.
ფესტივალის მიზანია, კარდანახის ღვინისა და ადგილწარმოშობის ადგილების პოპულარიზაცია, ახალი ჯიშების და უცნობი ღვინოების აღმოჩენა. უშუალოდ მწარმოებლებთან შეხვედრა და გაცნობა.
სტუმრებს საშუალება მოგეცემათ მონაწილეობა მიიღოთ:
– ყურძნის დაწურვაში
– ჭაჭის გამოხდა-დეგუსტაციაში
– ჩურჩხელის ამოვლებაში
– კახური შოთის გამოცხობაში
– მწვადის შეწვაში
– სხვადასხვა მასტერკლასებსა და აქტივობებში
ღონისძიება გაიმართება ცოცხალი მუსიკის თანხლებით.
ფესტივალის მასპინძელი და ორგანიზატორია ღვინის კომპანია “კარდანახი 1888”.
ფესტივალზე დასწრება და მონაწილეობა უფასოა!