თელავის თეატრი პოლონეთში გაემგზავრა

თელავის თეატრი პოლონეთში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს რიგით მე-6 ფესტივალში “აღმოსავლეთის მიმართულება”.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სასაზღვრო ქვეყნების კულტურა, რომელშიც საქართველოს გარდა  მონაწილეობენ თეატრები სომხეთიდან, ბელორუსიიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, ლიეტუვიდან და უკრაინიდან.

თელავის თეატრის დასი, ალ. ვეგიერკოს სახელობის ბელოსტოკის დრამატულ თეატრში, წარმოადგენს ტენესი უილიამსის “ტრამვაი, სახელად “სურვილი” – რეჟისორი გოგი ჩაკვეტაძე.

ფესტივალი 15 ოქტომბრამდე გასტანს.