საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს წარმომადგენლებმა, თავდაცვის მინისტრის პირადი დაცვის წევრებმა საერთაშორისო მკლავჭიდის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ასპარეზობაში გაიმარჯვეს.
ლევან ბერძენიშვილი მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მან 95 კილოგრამიან კატეგორიაში მარჯვენა მკლავით გაიმარჯვა, ხოლო ლუკა მგელაძემ 86 კილოგრამიან კატეგორიაში მარცხენა მკლავით მოიპოვა გამარჯვება და საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.
სპორტული შეჯიბრება საფრანგეთში, ქალაქ დიეპში გაიმართა. მასში მსოფლიოს 29 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.