სერგო კლდიაშვილის წერილი კოლაუ ნადირაძეს
რა იქნება, ერთხელ გასწირო თავი და მოხვიდე? დამატკბე შენთან საუბრით, მოვიგონოთ პაოლო, ტიციანი, ვალერიანი, სანდრო, გოგლა. ამ თუქსუს დროში მეტი რა დაგვრჩენია, თუ არა ჩვენი კეთილი წარსულის გახსენება! ხელი ხელში გაუყარე შენს მეუღლეს, წამოიძღვანე ჩვენი კარგი შალვა დემეტრაძე და მოცანცალდით.
დღეს შენს პირველ წიგნს „ბალდახინს“ ვფურცლავდი, იმ დროის სურნელება ვიგრძენი. მომენატრე და იმიტომ შეგაწუხე ამ ბარათით.
გეხვევი, გკოცნი შენი სერგო კლდიაშვილი”