მალიორკა World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიას მასპინძლობდა, სადაც ბათუმი სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდოზე იყო წარდგენილი.
მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმს კონკურენციას უწევდა მატერა (იტალია), მლჯეტი (ხორვატია), დერი (ჩრდილოეთ ირლანდია), კუტნა ჰორა (ჩეხეთი) და სოფია (ბულგარეთი), თუმცა ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო ბათუმმა მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმმა ეს ტიტული 2019 წელსაც დაიმსახურა.
გუშინვე ბათუმი, ოფიციალურად დაასახელეს 2023 წლის „World Travel Awards”-ის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელ ქალაქად.
„World Travel Awards”-ი 1993 წლიდან ტარდება. ჯამში, დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული.