დღეს, მალიორკა World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიას მასპინძლობს, სადაც ბათუმი ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდოზეა წარდგენილი. დღესვე ბათუმს, ოფიციალურად დაასახელებენ 2023 წლის „World Travel Awards”-ის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელ ქალაქად.
მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმის 10 კონკურენტს შორისაა მატერა (იტალია), მლჯეტი (ხორვატია), დერი (ჩრდილოეთ ირლანდია), კუტნა ჰორა (ჩეხეთი) და სოფია (ბულგარეთი).