მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემის National Geographic-ის სამოგზაურო და კულინარიული პორტალი National Geographic Traveller Food საქართველოს შესახებ სტატიას ამზადებს. გამოცემის ჟურნალისტი ჯენიფერ ჰათამსი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ეწვია.
ჯენიფერ ჰათამსისთვის გაიმართა ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასი. National Geographic Traveller Food-ის ჟურნალისტთან ჯენიფერ ჰათამსისთან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა ქართული ტრადიციული კერძების მომზადებაში მიიღო მონაწილეობა.
ტურის ფარგლებში ჟურნალისტი ძველ თბილისს ეწვია, დაათვალიერა ღვინის მუზეუმი და ბაზარი.
National Geographic Traveller Food-ის სტატია ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტული ადგილებისა და გასტროტურიზმის პოპულარიზაციას დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და ევროპაში.