კონსერვატორიის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ჟვანიამ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სტიპენდია მოიპოვა

თბილისის ვ. სარაჯიშვილის კონსერვატორიის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ჟვანიამ გერმანიაში, ჰანოვერის მუსიკის, თეატრისა და მედიის უნივერსიტეტში, კერძოდ, ახალი მუსიკის ინსტიტუტ Incontri-ს ბაზაზე მხატვრული კვლევის ჩასატარებლად ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სტიპენდია მოიპოვა.

პროგრამის ხანგრძლივობა 3 თვეა.

კვლევა თანამედროვე მუსიკალურ სამყაროში  კომპოზიტორს, შემსრულებელსა და მსმენელს შორის  არსებული ურთიერთკავშირის საკითხს ეთმობა.