აკაკი ჯინჭარაძე პარაწოლჭიმში ევროპის ჩემპიონია

თბილისში მიმდინარე ევროპის ღია ჩემპიონატზე პარაწოლჭიმში ქართველი სპორტსმენი აკაკი ჯინჭარძე ( +107კგ.) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

პარალიმპიური სპორტის ამ სახეობაში აკაკი ჯინჭარაძე პირველი ქართველი პარაწოლმჭიმელია, რომელმაც კონტინენტის პირველობა მოიგო და ოქროს მედალი მოუტანა საქართველოს ნაკრებს.

დღეს, 29 სექტემბერს, თბილისი 2022 ევროპის ღია ჩემპიონატი გუნდური შეჯიბრებით დასრულდება.