საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ათენის ღალაცის მუნიციპალიტეტში, ვეიკუს ღია თეატრსა და პარკში, გაიმართება „ქართული შემოდგომა ათენში 2022“-ის მთავარი ღონისძიება – თბილისობისადმი მიძღვნილი ქართულ-ბერძნული კულტურის დღე.
ღონისძიება ტარდება კულტურის სფეროში მოღვაწე ათენის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ინიციატივითა და საელჩოსა და ღალაცის მერიის მხარდაჭერით.
გასული წლებისგან განსხვავებით, წლევანდელ ღონისძიებაში ბერძნული ანსამბლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
წარმოდგენილი იქნება აგრეთვე ქართული და ბერძნული სამზარეულო, ღვინო, სუვენირები, რეწვის ნიმუშები, წიგნები და ფერწერული ტილოები. გაიმართება სპორტული ასპარეზობებიც. კონცერტზე და გამოფენა-გაყიდვაზე დასწრება თავისუფალია!