თესალონიკში დარეჯან გოგიჩაიშვილის ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა

21 სექტემბერს, თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ქართული კულტურის ფესტივალის ფარგლებში დარეჯან გოგიჩაიშვილის ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა.

მხატვარმა გამოფენის სტუმრებთან ისაუბრა საკუთარ შემოქმედებაზე. საღამოზე ფერწერულ ტილოებთან ერთად ასევე წარმოდგენილი იყო დარეჯან გოგიჩაიშვილის მიერ დამზადებული სხვადასხვა ხელნაკეთი სამკაულები.

გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ფესტივალში აქტიური ჩართულობისთვის და ყურადღება გაამახვილა საზღვარგარეთ ქართული ხელოვნების წარმოჩენის მნიშვნელობაზე.