თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას ანდრის ვაცუმნიეკსი ეწვია

Erasmus + KA107 პროექტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას ეწვია I სემესტრის I საორკესტრო პროექტის დირიჟორი ანდრის ვაცუმნიეკსი ლატვიის მუსიკის აკადემიიდან.

19 – 27 სექტემბრის განმავლობაში იგი იმუშავებს თბილისის კონსერვატორიის სტუდენტურ სიმფონიურ ორკესტრთან და მოამზადებს პროგრამას, რომელიც 27 სექტემბერს 19:00 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში იქნება წარმოდგენილი.

ასევე, 23 და 24 სექტემბერს, ანდრის ვაცუმნიეკსი მასტერკლასს გამართავს დირიჟორობაში.