სერბეთში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე სამბოში ქართველმა სპორტსმენებმა 4 მედალი მოიპოვეს – 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.
ვახტანგ ჩიდრაშვილმა 58 კგ წონით კატეგორიაში და მინდია ლილუაშვილმა 71 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავეს.
ხოლო გიორგი ზაქარიაძე +98კგ წონით კატეგორიაში და პაატა ღვინიაშვილი 98კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილზე გავიდნენ.