დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით, ქ. პიზის წმ. გიორგის სახელობის სამრევლოსთან არსებული საკვირაო სკოლა, 2022-2023 სასწავლო წელს 2 ოქტომბრიდან განაახლებს.
სკოლის მიზანია, სამრევლოში მყოფი ბავშვებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, ქართული გალობა-სიმღერის შესწავლა და ემიგრაციის პირობებში სამშობლოს მახსოვრობისა და სიყვარულის შენარჩუნება.
სწავლის პროცესი და წიგნებით უზრუნველყოფა სრულიად უფასოა.