ბელგრადში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს მედალოსანი შეემატა – მირიან მაისურაძემ მესამე ადგილი დაიკავა.
92 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მაისურაძე ჩემპიონატში მერვედფინალიდან ჩაება. პირველ შეხვედრაში 2-1 მოუგო იაპონელ სოშუკე ტაკატანის. მეოთხედფინალში 12-2 დაამარცხა ყაზახი ადილეტ დავლუმბაიევი, მაგრამ ნახევარფინალში გასულმა, 0-5 წააგო მომავალ ჩემპიონთან, ირანელ კამრან ჩასემპურთან.
ირანელთან წაგების შემდეგ მაისურაძემ ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა ბრძოლა და წარმატებასაც მიაღწია – ბულგარელ აჰმედ ბატაევს 12-10 მოუგო და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.
ერთი დღით ადრე ასევე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ზურაბ იაკობიშვილმა და გენო პეტრიაშვილმა.