ეროვნულ ბიბლიოთეკას საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ბავშვები ესტუმრნენ

ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, 17 სექტემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკას საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ბავშვები (6-დან 14 წლამდე 24 მოზარდი კიევიდან, ხარკოვიდან, მარიუპოლიდან, ხერსონიდან და დნიპროდან) ესტუმრნენ.

მოსწავლეებს შეხვდა უკრაინელი პოეტი ნატალია ტროხიმი. მისი ლექსების კრებული ახლახან გამოიცა საქართველოში.

შეხვედრას ესწრებოდა მწერალი გურამ პეტრიაშვილი. მისი მოთხრობები მოსწავლეებს უკრაინულ ენაზე ნატალია ტროხიმმა წაუკითხა.

უკრაინელ სტუმრებს ხატვის გაკვეთილი ჩაუტარა ზაალ სულაკაურმა.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები და ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში მდებარე უკრაინული ბიბლიოთეკა.