13-15 სექტემბერს, ჩეხეთის ქალაქ კარლოვი-ვარში საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა, რომელშიც შვიდი ქვეყანა მონაწილეობდა. მონაწილეთა ასაკი სამ ასაკობრივ ჯგუფად იყო დაყოფილი.
პირველ დღეს ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა, მეორე დღეს გაიმართა კონკურსი, ხოლო მესამე დღეს კი გალა კონცერტი, რომელსაც ქალაქის მერი და ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ამ კონკურსის წარმომადგენელი საქართველოში შემოქმედებითი გაერთიანება „ფორტუნა 97“ – ცაია ყიფიანია.
მონაწილეებს აფასებდა კომპეტენტური ჟიური, რომლის წევრებიც იყვნენ გერმანიიდან, ჩეხეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან.
ფესტივალში მონაწილეობდა გორის ვოკალური ანსამბლის “აი ია”, რომლის ხელმძღვანელიც ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგი ნანა სამხარაძე გახლავთ და როგორ უმრავლეს შემთხვევაში, მისი მოსწავლეები ამჯერადაც გამარჯვებულები დაბრუნდნენ ფესტივალიდან.
უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ძალიან მაგარ ორგანიზატორს, მუსიკოსს ცაია ყიფიანს და ჩემს უნიჭიერეს კომპოზიტორს ცირა ბზიშვილს, რომლის სიმღერებსაც ასრულებდნენ ბავშვები.
მასწავლებელი და მოსწავლე დედა-შვილობასავით სიცოცხლის ზღაპარია და ამ ზღაპარში 39 წელია ვცხოვრობ. ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მოსწავლეები მყავს და ყველა მათგანს დიდ წარმატებას ვუსურვებ.“