2022 წლის 15-16 სექტემბერს ტაშკენტის მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალის „აბრეშუმის გზის მარგალიტი“ ფარგლებში, ჩატარდა ქართული კინოს დღეები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქართველმა პროდიუსერმა დავით ბეჟიტაშვილმა და კინომცოდნემ დალი ოქროპირიძემ.
გახსნის ცერემონიალს უზბეკეთის რესპუბლიკაში სქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების მონაწილეებსა და სტუმრებს მიესალმა საელჩოს დესპანი ალექსანდრე ყიფიანი.