ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეიდან თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ

ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან და 70, 79, 86 და 125 კილოგრამ წონით კატეგორიებში ფინალისტები გამოვლინდებიან.

საქართველოს სახელით იჭიდავებენ:

70 კგ – ზურაბ იაკობიშვილი

79 კგ – ვლადიმერ გამყრელიძე

86 კგ – ტარზან მაისურაძე

125 კგ – გენო პეტრიაშვილი

დილიდან დაიწყო საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები, ნახევარფინალები 18:45 საათზე გაიმართება.