მეღვინეობა ხარებამ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ბრიტანელი ღვინის მაგისტრის Sarah Abbott-ის ორგანიზებით, ღვინის სფეროში მოღვაწე ბრიტანელების ჯგუფს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს ჩაუტარდათ პროფესიონალური დეგუსტაცია, მონაწილეობა მიიღეს კულინარიულ მასტერკლასებში, დაათვალიერეს ყვარლის გვირაბი და საკოლექციო ვენახები.