ვილნიუსის უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელი კურსები სექტემბერში განახლდება. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო ლიეტუვაში.
მათი ცნობით, კურსები ხორციელდება ვილნიუსის უნივერსიტეტის პროგრამის „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“ ფარგლებში და მასზე დასწრება შეუძლია ქართული ენის შესწავლით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.
ამასთან, ვილნიუსის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს შეუძლიათ ქართული ენა ისწავლონ, როგორც არჩევითი საგანი, ხოლო უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტების სტუდენტებმა, როგორც თავისუფალი საგანი.
რეგისტრაცია შესაძლებელია ელფოსტის მეშვეობით: vilnius.emb@mfa.gov.ge