ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media’’ს დირექტორის, ღვინის მაგისტრ დებრა მეიბურგის ხელმძღვანელობით, საქართველოს აზიიდან (ჩინეთი, ჰონკონგი, სინგაპური) ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ.
ტურის ფარგლებში 10-კაციანი ჯგუფის წევრებმა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ღვინის მაგისტრები, სომელიეები და იმპორტიორები, ღვინის საწარმოები ქართლსა და კახეთში მოინახულეს, კახეთში ასევე გაეცნენ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას.
ღვინის მაგისტრის, დებრა მეიბურგის შეფასებით, ქართული ღვინის ცნობადობა და ექსპორტი აზიის ბაზრებზე მნიშვნელოვნად გაზრდილია.
ღვინის ტურის ფარგლებში, თბილისში ასევე გაიმართა სხვადასხვა კომპანიის ღვინოების დეგუსტაცია, სადაც მწარმოებლებს შესაძლებლობა მიეცათ სტუმრებისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ღვინოები გაეცნოთ, გასაუბრებოდნენ ღვინის პროფესიონალებს და მიეღოთ მათგან აზიის ბაზრის სპეციფიკასთან დაკავშირებული რჩევები.