თესალონიკში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში, თესალონიკის რიგით 86-ე საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
წლევანდელ გამოფენაზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენაში დიდი წვლილი შეიტანეს საბერძნეთში მყოფმა ქართველმა ახალგაზრდებმა და სტუდენტებმა, რომლებიც გენერალურ საკონსულოსთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული ღონისძიების ორგანიზებაში.
გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.